Posts

სრული რეფლექსია

მეცხრე დღეს განვიხილეთ მოდული რვის აქტივობები: ჩვენი ნამუშევრების მომზადება წარსადგენად. პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა. ბევრის მომცემი იყო ეს ტრენინგი.ტრენერი ქალბატონი ნინო კოკილაშვილი გასაგებ ენაზე გვიხსნიდა ყველაფერს. შეგვასწავლა ამ ტრენინგის შემდეგი საკითხები პუბლიკაცია, რომელიც ახსნის პროექტების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, თემატური პორტფოლიოს პრეზენტაცია, მოსწავლის ნიმუშების შეფასება, დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს სწავლის პროცესს,გზამკვლევები, შაბლონები, ფორმები. ფასილიტაციის მასალები, მენეჯმენტის მასალები, თემატური პორთფოლიო საჩვენებელი სესიისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო ნინო.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პროექტის პორტფოლიო .

მერვე დღის რეფლექსია

მეშვიდე მოდულში განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმათვისას, ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.      მოდულის მიმდინარეობისას განვიხილეთ, როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა. შევქმენით დოკუმენტები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.  დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას. შევქმენით კედელი იდეებისთვის.

კედელი იდეებისთვის

Image

გამოკითხვა

გთხოვთ შეავსოთ გამოკითხვის   ფორმა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეექვსე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. მოდულის განმავლობაში ერთმანეთს ვუზიარებდით სავარაუდო ნაშრომებსა და შეფასების რუბრიკებს. ვმსჯელობდით, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის. შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი) გავაკეთეთ სასწავლო პროექტის მოდიფიცირება.

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეც ისეთივე საინტერესო იყო როგორიც წინა დღეები. მეოთხე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.     ერთმანეთს ვუზიარებდით იდეებს პროექტებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.    განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ პასუხისმგებლობით გამოყენების გზები. შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაციები, პუბლიკაციები და ა. შ. პროექტის გეგმაში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები. მეხუთე მოდულში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება: ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები.