მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეც ისეთივე საინტერესო იყო როგორიც წინა დღეები.
მეოთხე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
    ერთმანეთს ვუზიარებდით იდეებს პროექტებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.
   განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ პასუხისმგებლობით გამოყენების გზები.
შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაციები, პუბლიკაციები და ა. შ.
პროექტის გეგმაში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები.
მეხუთე მოდულში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება:
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები.

Comments

Popular posts from this blog

მესამე დღის რეფლექსია