Posts

Showing posts from June, 2018

სრული რეფლექსია

მეცხრე დღეს განვიხილეთ მოდული რვის აქტივობები: ჩვენი ნამუშევრების მომზადება წარსადგენად. პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა. ბევრის მომცემი იყო ეს ტრენინგი.ტრენერი ქალბატონი ნინო კოკილაშვილი გასაგებ ენაზე გვიხსნიდა ყველაფერს. შეგვასწავლა ამ ტრენინგის შემდეგი საკითხები პუბლიკაცია, რომელიც ახსნის პროექტების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, თემატური პორტფოლიოს პრეზენტაცია, მოსწავლის ნიმუშების შეფასება, დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს სწავლის პროცესს,გზამკვლევები, შაბლონები, ფორმები. ფასილიტაციის მასალები, მენეჯმენტის მასალები, თემატური პორთფოლიო საჩვენებელი სესიისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო ნინო.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პროექტის პორტფოლიო .

მერვე დღის რეფლექსია

მეშვიდე მოდულში განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმათვისას, ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.      მოდულის მიმდინარეობისას განვიხილეთ, როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა. შევქმენით დოკუმენტები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.  დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას. შევქმენით კედელი იდეებისთვის.

კედელი იდეებისთვის

Image

გამოკითხვა

გთხოვთ შეავსოთ გამოკითხვის   ფორმა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეექვსე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. მოდულის განმავლობაში ერთმანეთს ვუზიარებდით სავარაუდო ნაშრომებსა და შეფასების რუბრიკებს. ვმსჯელობდით, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის. შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი) გავაკეთეთ სასწავლო პროექტის მოდიფიცირება.

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეც ისეთივე საინტერესო იყო როგორიც წინა დღეები. მეოთხე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.     ერთმანეთს ვუზიარებდით იდეებს პროექტებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.    განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ პასუხისმგებლობით გამოყენების გზები. შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაციები, პუბლიკაციები და ა. შ. პროექტის გეგმაში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები. მეხუთე მოდულში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება: ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ვერსიები.

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოდული სამის საკვანძო საკითხები. მოდულის მიმდინარეობისას განვიხილეთ სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხები. განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში. გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომლებსაც გამოვიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში. დავასრულეთ პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე. შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი. 

პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

მეოთხე დღის რეფლექსია განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. აქ მოწოდებული იდეები გამოვიყენეთ ჩვენს სასწავლო პროექტში.სასწავლო პროექტის დაგეგმვაში გამოვიყენეთ როგორც განმავითარებელი ისე განმსაზღვრელი შეფასების ფორმები თავისი ხუთი მიზნით. ტრენერმა გაგვაცნო პრეზენტაცია სწავლა-სწავლის ხარისხის მართვა.

მესამე დღის რეფლექსია

 გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას. გავეცანით მოდულის შინაარს; სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტისთვის. მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვის(21 საუკუნის უნარები) მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. განახლებული ბლუმის ტაქსონომია. გადავხედეთ 21 საუკუნის უნარ ჩვევებს.გვაჩვენა პრეზენტაციები ბლუმის ტაქსონომიაზე. განვიხილეთ სამი ტიპის კითხვები; ზოგადი კითხვები რომლებიც მასშტაბურ იდეებსა ცნებებს ეხება. თემატური კითხვები რომელიც უშუალოდ ეხება პროექტს და ეხმარება ზოგად კითხვებზე პასუხის მოძებნაში. შინაარსობრივი კითხვები, რომლებიც ფაქტებზეა დაფუძნებული. კონკრეტული კითხვებია რომელთაც განსაზღვრული პასუხები გააჩნიათ. შევიმუშავეთ კითხვები ჩვენი პროექტისთვის; ზოგადი კითხვა: უფრო მეტია მათემატიკა თუ მონაცემები? თემატური კითხვა: როგორ გამოიყენება მონაცემები და საჭიროა თუ არა ისინი საქმის კარგად გასაკეთებლად? მონაცემების შეგროვება რით გაგიადვილებთ ცხოვრებას? შინაარსობრივი კითვები: მონაცემთაწარმოდგენის რა ხერხებს გაეცანით? რა შემთხვევაში გამოიყენება წრიული
მეორე დღის რეფლექსია ვნახეთ ვიდეო ინტელზე. გავეცანით მეორე დღის აქტივობებს: 1.პროექტის მოთხოვნების გაცნობა.2.პუბლიკაციის მომზადება პროექტით სწავლების თემაზე.3.გამოცემის მომზადება. გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოებს. გავეცანით სასწავლო პროექტის მაგალითებს რომლებშიც პროექტებით სწავლება ინტეგრირებულია სხვადასხვა ფორმით. გავეცანით ვებგვერდებს რომელიც ტრენერმა მოგვაწოდა. შაბლონის გამოყენებით შევქმენი ჩემი პროექტის დუბლეტი.

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

წარვუდგინე ჯგუფს ჩემი თავი და გავეცანი კურსის მონაწილეებს. გავეცანი ტრენინგის მიზანს. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ინტელის ძირითადი კურსი დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. ვისაუბრეთ, რა უპირატესობა აქვს პროექტებით მუშაობას ტრადიციულ სწავლებასთან შედარებით. დაგვირიგდა ჩეკლისტი. გავეცანით 21 საუკუნის უნარ- ჩვევებს.